ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეები დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილ კონკურსში მონაწილეობდნენ
05-03-2020
გორის მუნიციპალიტეტის ზერტის საჯარო სკოლის მე-11 კლასის სამი მოსწავლე დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ისტორიის კონკურსში მონაწილეობდა.
მათგან ერთ-ერთი, ზინა ცარიელაშვილი, ფინალურ ტურში გადავიდა.
„ფინალისტებისთვის საინტერესო და შინაარსიანი იყო შეხვედრა გორის უნივერსიტეტის რექტორთან, ბატონ გიორგი სოსიაშვილთან. ფინალის მონაწილეები ჯილდოს სახით გაემგზავრებიან გელათის მონასტერში ექსკურსიაზე“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
კონკურსი გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ ჩაატარა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს