ხოფურის საჯარო სკოლის დირექტორმა პედაგოგებსა და მშობლებს დედის დღე საზეიმო ვითარებაში მიულოცა
05-03-2020

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხოფურის საჯარო სკოლაში საინტერსო და შთაბეჭდილებებით სავსე შეხვედრა ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სკოლის დირექტორმა, ნონა გაზდელიანმა ხოფურის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მშობლებს საზეიმო ვითარებაში მიულოცა დედის დღე.

3 მარტს, საქართველოში დედის დღე აღინიშნება. დედის დღე, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს დაამტკიცდა და ეს დღე საქართველოში მას შემდეგ აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203