ბათუმის N2 საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა ქართული ენის მასწავლებლებისთვის გამოცხადებულ კონკურსში წარმატება მოიპოვა
05-03-2020

ქართული ენის პედაგოგებისთვის აჭარის განათლების ფონდმა გამოაცხადა კონკურსი გერმანიაში, გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში (ფრანკფურტი) ერთკვირიანი სტაჟირებისათვის.

აღნიშნულ კონკურსში ბათუმის N2 საჯარო სკოლის სამი ქართული ენის პედაგოგი მონაწილეობდა: მარიზა აბაშიძე, ანა ლორია და ნატო ურუშაძე. სამივე პედაგოგმა წარმატებით გაიარა კონკურსი.  

ვიზიტის პერიოდში დაგეგმილია: ფრანკფურტის საჯარო ბიბლიოთეკის მონახულება; ლექციის „დიგიტალური ქართველოლოგია - სწავლების ახალი პერსპექტივები“, სემინარის „ქართული საბაზისო ლექსიკური ფონდი“ მოსმენა, ქართული ენის ეროვნული კორპუსისა და რუსთაველის კაბინეტის პრეზენტაციაზე დასწრება. ასევე ვიზიტი ფრანკფურტის ქართულ სკოლაში და ქართველ მასწავლებლებთან შეხვედრა-დისკუსია.

ჩატარდება პრაქტიკული სამუშაო: „ლექსიკური ერთეულების კოლოკაციების ძიება ქართული ენის ეროვნულ კორპუსში“, ვორკშოპი თემაზე: „როგორ გამოვიყენო ქართული ენის ეროვნული კორპუსი სწავლებაში“, სემინარი: „სწავლების თანამედროვე მეთოდები“, ექსპერიმენტები - „საკლასო სცენარები“; „სცენარების პრეზენტირება“ და სხვა...“-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203