ქსოვრისის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა საბჭოთა ოკუპაციის დღეს ღონისძიება მიუძღვნა
05-03-2020

მცხეთის მუნიციპალიტეტის ქსოვრისის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა, მარიცა ბლიაძემ საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ჩაატარა ღონისძიება

ღონისძიებაზე მე-8 კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა გაიხსენეს ანტი-საბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და „შეფიცულთა რაზმის“ წევრი მიხეილ ხელაშვილი.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია მოახდინა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203