ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები „კეთილდღეობის და განვითარების ცენტრს“ ესტუმრნენ
05-03-2020
გორის მუნიციპალიტეტის ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები გორის „კეთილდღეობის და განვითარების ცენტრს“ ესტუმრნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კეთილდღეობის ცენტრის აღსაზრდელებსა (დირექტორი: თინა ბრეგვაძე) და ყელქცეულის სკოლის (დირექტორი: მარინე ტაბატაძე) მოსწავლეებს შორის მეგობრობა ათეულ წელს ითვლის.

შეხვედრისას სკოლის თოჯინების თეატრმა (მე-7 კლასი) თამარ მჭედლიძის ხელმძღვანელობით,  სპექტაკლი „კომბლე“ წარადგინა. შემდეგ ერთობლივი დისკოთეკა მოაწყვეს. საღამომ თბილ და სიყვარულით სავსე გარემოში ჩაიარა.

მოსწავლეები კეთილდღეობის ცენტრს  სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით ესტუმრნენ.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203