წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები საგნობრივ ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
05-03-2020
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებს „კინგსის“ ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისა და მოწინავე ადგილების დაკავებისათვის დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.

„კინგსის“ საგნობრივი ოლიმპიადა მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველ წელს ტარდება. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მისი სტრუქტურა სრულადაა მორგებული მოსწავლის განვითარებაზე.

„ვულოცავთ ჩვენს საამაყო მოსწავლეებს გამარჯვებას. წინსვლასა და წარმატებას ვუსურვებთ მათ“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203