ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბის წევრებმა სკოლის კურსდამთავრებულები მიიწვიეს
05-03-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბ „სხივის“ წევრების ინიციატივით, განათლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოცხადებული კვირეულის ფარგლებში, სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები მიიწვიეს.

მიწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს განათლების სფეროში თავიანთი წარმატების შესახებ. პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მნიშვნელობაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ჯემალ ბასილაძე, მოადგილე ნუნუ კობალაძე და მოსწავლეები.

შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, სადაც მოსწავლები აქტიურად ჩაერთვნენ.  შეხვედრა იყო მეტად საინტერესო და ინფორმაციული, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებს პროფესიის სწორად არჩევაში და აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში.

სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელი თამილა რიონიძეა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203