მარნეულის N2 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო
04-03-2020

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მარნეულის N2 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. სასკოლო თემის ჩართულობით სკოლის შენობის პერიმეტრი დასუფთავდა.  განსაკუთრებით აღსანიშნავია მიმდინარე სამუშაოებში მშობლების ინიციატივა და ჩართულობა.

„მარნეულის N2 საჯარო სკოლაში, ამავე სკოლის სამი მოსწავლის მამამ, ანარ მამიშოვმა გამოავლინა სამოქალაქო ინიციატივა, არ დალოდებია სხვას, არ უთქვამს, ჩემ გარდა ორიათასი მშობელი გყავთო და მოვიდა თავისი სამსახურით. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ თავშესაფრის ძაღლებს აცრა გაუკეთა საკუთარი ხელით. უახლესი აპარატურით დაამუშავა სკოლის ყველა კუთხე-კუნჭული. ეს სამუშაოები მან თავის თანამშრომლებთან ერთად უანგაროდ შეასრულა. ასეთი ადამიანები ქმნიან მაღალი საზოგადოებრივი ღირებულების მქონე სოციუმს!

სხვადასხვა ინფექციასა თუ ვირუსთან ბრძოლის დროს უმნიშვნელოვანესია ერთიანობის განცდა, თანადგომა და არა პანიკა“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.


იხილეთ ვიდეოები




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203