დარჩელის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა გარე დაკვირვების გაკვეთილი წარმატებით ჩაატარეს
04-03-2020
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, დარჩელის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა, ია ბერაიამ და თამარ წურწუმიამ, გარე დაკვირვების გაკვეთილი წარმატებით ჩაატარეს და 4 კრედიტქულა დაიმსახურეს.

„მუდამ წარმატებულნი ყოფილიყავით, ჩემო საამაყო მეგობრებო, მალე მიიღებთ წამყვანი მასწავლებლის სტატუსს და შეუდგებით მენტორობისკენ მიმავალ რთულ გზას. წარმატებებით გევლოთ ცოდნის მწვერვალებისაკენ“, - წერს სკოლის დირექტორი, მარინე ცარციძე.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203