ტინისხიდის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
04-03-2020
გორის მუნიციპალიტეტის ტინისხიდის საჯარო სკოლაში ვირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სპეციალური ხსნარით სკოლის შიდა ფართობი მთლიანად დამუშავდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული მომსახურება სკოლას შპს „შონმა“გაუწია.

მისივე თქმით, სკოლა მოსწავლეებისა და მასწავლებლების, მთლიანად სასკოლო საზოგადოების, უსაფრთხოებაზე ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203