ბათუმის N2 საჯარო სკოლაში პირველი დირექტორის ცხოვრების ამსახველი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
04-03-2020
ბათუმის N2 საჯარო სკოლაში პირველი დირექტორის, ალექსანდრე სტოიანოვის, ცხოვრების ამსახველი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

„კიდევ ერთი ძალიან საამაყო, მდიდარი ისტორიის ამსახველი ღონისძიება სკოლაში. ნამდვილად ვამაყობთ ჩვენი სკოლის ისტორიის სიმდიდრით, ვამაყობთ კურსდამთავრებულებით, ისინი ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან და ახლაც. ჩვენი სკოლის პირველი დირექტორის ალექსანდრე სტოიანოვის ამსახველი წიგნი პრეზენტაციას, ბულგარეთის სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი , მინისტრები, ქუთაისის სკოლის დირექტორი და უამრავი სტუმარი დაესწრო“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

ღონისძიება სკოლის დირექტორმა, მარიზა აბაშიძემ, გახსნა.  სკოლის წარმომადგენლის თქმით, ამას მოჰყვა სკოლის შესახებ ფილმის ჩვენება და მუსიკალური ნომრები. შემდეგ კი ულამაზესად გაწყობილი ალაფურშეტი (ნესტან ნიჟარაძის შემოქმედებიდან).

სკოლის წარმომადგენელი ყველას, განსაკუთრებით მოსწავლეებს, დახმარებისთვის მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203