კონდოლის საჯარო სკოლაში მუზეუმი გაიხსნა
04-03-2020

თელავის მუნიციპალტეტის კონდოლის საჯარო სკოლაში წარმატებით განხორციელდა პროექტი - „გაიცანი მშობლიური ისტორია“, რომლის ფარგლებშიც სკოლაში გაიხსნა მუზეუმი.

პროექტის ხელმძღვანელი იყო ისტორიის მასწავლებელი ბელა გოგიაშვილი, სამიზნე ჯგუფს კი წარმოადგენდნენ IX-X კლასის მოსწავლეები.

პროექტის მიზანი იყო სოფლის ისტორიული მემკვიდრეობისადმი ინტერესის გაღვივება,  კულტურის ძეგლების  შესწავლა და პოპულარიზაცია.

მუზეუმისათვის  საჭირო მასალის მოძიებას მოსწავლეები კვლავაც აგრძელებენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203