ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში „პროფესიის დღე“ მოეწყო
04-03-2020
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში სახალისო „პროფესიის დღე“ მოეწყო.

სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები მათ მიერ არჩეული პროფესიისათვის დამახასიათებელი ჩაცმულობით გამოეწყვნენ, საგანგებოდ მოემზადნენ და პროფესიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები „პროფესიის დღის“ მოწყობით კმაყოფილები დარჩნენ.

მოსწავლეებს პედაგოგი თამილა ჭაჭუა ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203