
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში არსებულ ლიტერატურულ კლუბ „ზღვაურში“ არიან გაერთიანებულნი.
ლიტერატურული კლუბის დამაარსებელია ბელა ქებურია. მისი ორგანიზებით ჩატარდა ჟურნალ „ზღვაურის“ მე-8 ნომრის პრეზენტაცია.
„პრეზენტაციაზე ჟურნალში გამოქვეყნებული ლექსები წაიკითხეს გამარჯვებულმა მოსწავლეებმა: თამარ ყურშუბაძემ - ვერცხლის დიპლომის მფლობელი, თამუნა მჟავანაძემ, ვიოლა ყურშუბაძემ და ალეკო ბეჟანიძემ.
აჭარის მწერალთა სახლის დირექტორმა და მწერალთა კავშირის წარმომადგენლებმა წარმატება უსურვეს შემოქმედ ახალგაზრდებს.
პრეზენტაციის შემდგომ მოსწავლეები მიიწვიეს რადიო „აჭარის“ გადაცემაში“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები