წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში მაგიდის ჩოგბურთის სექციამ დაიწყო მუშაობა
04-03-2020
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის სპორტული დარბაზის ბაზაზე მაგიდის ჩოგბურთის სექციამ დაიწყო ფუნქციონირება.
„არაერთი წარმატებული სპორტსმენის აღმზრდელ ქალაქ წყალტუბოს კიდევ ერთი ოლიმპიური სპორტის სახეობის სექცია დაემატა, რომელიც წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ცოტნე ზურაბიანმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების ხელმძღვანელ ლევან ჩანქსელიანთან და ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად საზეიმო ვითარებაში გახსნა“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
მაგიდის ჩოგბურთის სექციის გახსნას სპორტის ამ სახეობით დაინტერესებული მოსწავლე-ახალგაზრდობა სიხარულით შეხვდა.
სექციის ხელმძღვანელად სასულიერო გიმნაზიის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგი, გაგა უშვერიძე, დაინიშნა.
სკოლის ადმინისტრაცია მასწავლებელსა და სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულ ახალგაზრდობას წინსვლასა და წარმატებებს უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს