ქუთაისის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტერორიზმის თემაზე რეპორტაჟი გადაიღეს
03-03-2020
ქუთაისის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტის „მცირე პროზა" ფარგლებში ტერორიზმის თემაზე რეპორტაჟი გადაიღეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა რეპორტაჟი თეონა დოლენჯაშვილის მოთხრობის „ფიდაი, ანუ ამინა სამიდან ხუთამდე“ განხილვის შემდეგ პარიზში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გადაიღეს.
მისივე თქმით, მოსწავლეები რეპორტაჟის გადაღების პროცესით ნასიამოვნები დარჩნენ.
„- მას, არასოდეს დაგვავიწყდება ეს ნაწარმოები!
- მას, რა ძნელი ყოფილა ჟურნალისტობა!
- მას...
- მას...
ჟრიამული არ წყდება.
ეს რეპორტაჟი პროექტის „მცირე პროზა" ფარგლებში, თეონა დოლენჯაშვილის მოთხრობის „ფიდაი, ანუ ამინა სამიდან ხუთამდე“ განხილვის შემდეგ გადავიღეთ. შევაჯამეთ და სამუდამოდ დავემშვიდობეთ ომისა და იარაღის თემას. უღრუბლო და ზამბახებიან ცაზე კაშკაშს გისურვებთ, ჩემო ვარსკვლავებო!“,- წერს პედაგოგი, რომელიც მოსწავლეებს ხელმძღვანელობდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს