წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ
03-03-2020
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს - „ჩვენი სახლი“ ესტუმრნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში სოციალური სამართლიანობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მიმდინარეობდა კვირეული „ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები“. სწორედ ამიტომ, მე-5 კლასის მოსწავლეებმა სოციალურად დაუცველ ბავშვებთან ვიზიტი დაგეგმეს და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ, რომელსაც, მისივე თქმით, დიდი სიყვარულით ხელმძღვანელობს ნანა ღვაჩლიანი.
მოსწავლეებმა თანატოლებს, კლასის ხელმძღვანელ იულია კუხალაშვილთან ერთად, საჩუქრები და ნობათი გადასცეს, მოეფერენ და სიმბოლურად პაზლებით საქართველოს რუკა ააწყვეს.
„მართლაც მზე ყველასთვის თანაბრად ანათებს, ხოლო სიყვარული და თანადგომა ყველაზე დიდი მადლია.ყოჩაღ ბავშვებო. მადლობა მშობლებს თანადგომისათვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
სოციალური სამართლიანობის საერთაშორისო დღე 20 თებერვალს აღინიშნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს