ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოკუპაციის თემაზე ნამუშევრები შექმნეს
03-03-2020
ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოკუპაციის თემაზე ნამუშევრები შექმნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, 62 კლასის მოსწავლეები ნამუშევრების შექმნის იდეით ძალიან დაინტერესდნენ და პროცესშიც დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ. მათ ნამუშევრები კედელზე გამოფინეს.
მოსწავლეებს პედაგოგი მარიამ არეშიძე ხელმძღვანელობდა.