წეროვნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ავსტრიელ სტუმრებს უმასპინძლეს
03-03-2020

ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოს ესტუმრნენ.

ვიზიტის მეორე დღეს დელეგაციის წარმომადგენლები მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბს ესტუმრნენ. სკოლის მოსწავლეები „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ მონაწილეები არიან.

წეროვნის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ტელუსმა“ შეხვედრაზე პარტნიორი კლუბები მიიწვია: გორის N12 საჯარო სკოლა; გორის N1 საჯარო სკოლა; შავნაბადას გიმნაზია; თბილისის N169 საჯარო სკოლა; ქარელის N2 საჯარო სკოლა.

ავსტრიელი სტუმრები ეკოკლუბების საქმიანობას გაეცნენ და კლიმატის ცვლილების ზემოქმედებაზე ისაუბრეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203