ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს
03-03-2020
გორის მუნიციპალიტეტის ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.
სკოლამ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მეხუთედ აღნიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით ხუთი აქტიური მკითხველი სიგელებით და წიგნებით დაჯილდოვდა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, უკვე მეხუთედ, 2020 წლის 5 თებერვალს ჩატარდა, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის თარიღი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პარტნიორმა ორგანიზაცია Lიტწორლდ -მა გამოაცხადა. წელს ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით დატვირთული წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე გაიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს