„რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირისა და ევროსაბჭოს შესახებ“ - წყალტუბოს N1 სკოლაში ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა გაიმართა
03-03-2020
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების კლუბის წევრმა IX კლასის მოსწავლეებმა თანატოლებისათვის საინფორმაციო შეხვედრა - „რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირისა და ევროსაბჭოს შესახებ“ მოაწყვეს.

IX კლასის ხელმძღვანელი ქეთევან ჯიქიაა.

მარი კოხრეიძემ და ლიკა კიკატუნიძემ ევროკავშირისა და ევროსაბჭოს სტრუქტურულ ერთეულებზე ისაუბრეს, ხოლო ლიზი ქაჯაიამ თანატოლებს  საქართველოსა და აღნიშნული ორგანიზაციების ურთიერთობების ეტაპები გააცნო.

აღნიშნა, რომ 2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 13 მაისამდე, საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა.

შეხვედრის შემდეგ მოსწავლეებმა ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშემშლელ საზოგადოებაში გავრცელებულ მითებზე იმსჯელეს. დისკუსიის დროს შეეცადნენ, გაექარწყლებინათ შესაბამისი არგუმენტები. შეხვედრას კლუბის მეურვე და ისტორიის მასწავლებელი, ფიქრია გიორხელიძე, უძღვებოდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203