მარადისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სათბურში ორი ათასზე მეტ ყვავილს უვლიან
03-03-2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის მარადისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მებაღეობა შეისწავლეს.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მარადისელი და კასუმლოელი მოსწავლეების პარტნიორობა „დეკორატიული მცენარეების ასოციაციასთან" მცენარეთა შესახებ ცოდნის გაღრმავებასთან ერთად ითვალისწინებს სოფელ მარადისში სკვერის მოწყობა-გალამაზებასა და სკოლის ტერიტორიაზე ხეხილის ბაღის გაშენებას.

ამ მიზნით ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში სათბურში 1700-ზე მეტი ყვავილი დაითესა, რომელსაც თითქმის ერთი თვეა მოსწავლეები უვლიან.

აღსანიშნავია, რომ თებერვლის ბოლოს მარადისელმა და კასუმლოელმა მოსწავლეებმა კიდევ 300 ყვავილი დათესეს. თესლები  ასოციაციამ უფასოდ გადასცა გარემოსდაცვით კლუბის წევრებს.

ამჟამად მოსწავლეები სათბურში უვლიან ორი ათასზე მეტ ყვავილს, რომელთა ნაწილი სკვერსა და სკოლაში განთავსდება, ნაწილი კი გაიყიდება და თანხა კვლავ გარემოსდაცვით აქტივობას მოხმარდება.

აქტივობა შეესაბამება მდგრადი განვითარების მე-4 (ხარიხიანი განათლება),მე-15(დედამიწის ეკოსისტემები) მე-17(თანამშრომლობა) მიზნებს.

სკოლა პროექტებს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში ახორციელებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203