ბათუმის N30 საჯარო სკოლის მოსწავლეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს სტუმრობდნენ
02-03-2020
ბათუმის N30 საჯარო სკოლის მოსწავლეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სტუმრობდნენ.
VIII, IX ,X XI -კლასის მოსწავლეებმა გამოფენა - „საარქივო დოკუმენტები სტამბოლის ქართული სავანიდან“ დაათვალიერეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, საკანონმდებლო ორგანოში გამოფენილი იყო 50-ზე მეტი დღემდე უცნობი საარქივო დოკუმენტი, რომლებიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან 20-ე საუკუნის 80-იან წლებამდე პერიოდის საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ვითარებას ასახავს.
მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საზღვარგარეთ გახიზნული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის ამსახველ მასალებსა და დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუციის სამუშაო ვერსიის ასლს.