ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ გრიგალაშვილი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონია
02-03-2020
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ, მარიამ გრიგალაშვილმა, დიდ წარმატებას მიაღწია.

მან თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული წარმატება დიდი შრომის შედეგად დადგა. მარიამის სპორტული ნიჭი ადრევე შეამჩნია ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, მრავალი რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულმა ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში, გელა ტაბატაძემ. 

მისი ხელმძღვანელობით მარიამმა გასულ და მიმდინარე სასწავლო წელს „გეზრბენში“ რაიონულ შეჯიბრებაში გაიმარჯვა, გუნდთან ერთად გაიმარჯვა „კოკა-კოლას თასზე“ გოგონათა გუნდურ შეჯიბრებაში მინი ფეხბურთში, II ადგილი დაიკავა იგივე შეჯიბრებაში იმერეთის რეგიონში და იყო შეჯიბრის საუკეთესო ბომბარდირი. 

ამავდროულად ის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრია, მონაწილეობდა ესტონეთსა და პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირებში, არის მრავალგზის ტურნირების და პრიზიორი.

„ვუსურვებ წარმატებებს მარიამ გრიგალაშვილს და მის აღმზრდელ მწვრთნელს ბატონ გელა ტაბატაძეს“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203