კოხის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქობულეთის მუზეუმს ესტუმრნენ
02-03-2020
ქობულეთის მუნიციპალიტეტის კოხის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები ქობულეთის მუზეუმს ესტუმრნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ბავშვები მუზეუმში დაცული ექსპონატებითა და მათი ისტორიით ძალიან დაინტერესდნენ და ექსკურსიამძღოლს ბევრი შეკითხვაც დაუსვეს.

მოსწავლეები მუზეუმში კლასის ხელმძღვანელ ნათია ბოლქვძესთან და სპორტის მასწავლებელ ვაჟა ათაბაძესთან ერთად იმყოფებოდნენ.

მოსწავლეები მუზეუმიდან შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ. 

გთავაზობთ ერთ-ერთი მოსწავლის, ნინი შავიშვილის შთაბეჭდილებას.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203