წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სტუმრობდნენ
02-03-2020
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის პედაგოგი, ბადრი პაპავა და X კლასის მოსწავლეები ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

გიმნაზიის მოსწავლეები სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდნენ, სასამართლოს საქმიანობასა და სამუშაო პროცესს გაეცნენ, შეხვედრის ბოლოს ადმინისტრაციული შენობა, სხდომის დარბაზები, მოქალაქეთა მისაღები და სასამართლოს თანამშრომელთა სამუშაო ოთახები დაათვალიერეს.

„თანამედროვე სკოლა მოწოდებულია, მოსწავლეებს განუვითაროს დემოკრატიული მოქალაქეობისთვის მნიშვნელოვანი სამოქალაქო წიგნიერების ისეთი ასპექტები, როგორიცაა პოლიტიკური და იურიდიული წიგნიერება სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე. ყურადღება ეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვის საშუალებები: თავისუფალი, სამართლიანი სასამართლო და სამართალდამცავები; 

აღნიშნული საკითხების უკეთ გააზრებისთვის ერთ-ერთი აქტივობა შეიძლება იყოს გიმნაზიის მოსწავლეთა ვიზიტი საქალაქო სასამართლოში“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203