მანავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
02-03-2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, მანავის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს. 

IV კლასის დამრიგებელი ირმა აფციაური გახლავთ.

მოწვეულ სტუმრებსა და დედებს მოსწავლეებმა ცნობილი პოეტების ლექსებთან ერთად სკოლის ქართული ენის პედაგოგის, მანანა დაბახიშვილის, ლექსები, წაუკითხეს, მხიარული სკეტჩები წარმოადგინეს და სიმღერები შეასრულეს.

სტუმრებსა და დედებს მათ თავიანთი ხელით გაკეთებული საჩუქრები და ყვავილები გადასცეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203