წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
02-03-2020

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე აღინიშნა.

სკოლის ეკოკლუბის „ნიამორის“ (მეურვე დარეჯან ჯიშკარიანი, ლიდერი: ანი ბენიძე-XI კლასის მოსწავლე)  ინიციატივით სკოლაში შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ მოსწავლეები, პედაგოგები და საპატიო სტუმარი ჯანმრთელობის საერთაშორისო ექსპერტი, სექსოლოგია-ფსიქოლოგიის პროფესორი მარიკა საღინაძე.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, VII-X-XI კლასის მოსწავლეებმა თეონა ჩიხრაძემ, მარიამ იოსელიანმა, ანი ბენიძემ, ლოლიტა კინწურაშვილმა, ნინო ბენიძემ საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს ისეთი იშვიათი დაავადებების შესახებ როგორიცაა: კაპრანგას, მაფუჩის, პიკის გოშეს დაავადებანი. ასევე ხაზგასმით ისაუბრეს ფეთქებადი თავის სინდრომის, ფატალური ოჯახური უძილობის, ტკივილისადმი უგრძნობლობის სინდრომის, პიტერ პენის, მარფანის, მიუნჰაუზენის, ტრიხიაზის, ჭუკის, იერუსალიმის, ასპენგერის, პარიზის, მანიაკალური, დორეან გრეის სინდრომებზე.

28 თებერვალი იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეა

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203