„წყალი - სიცოცხლის ელექსირი“ - გურიანთის საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
02-03-2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  გურიანთის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მასწავლებლის, გულნაზი გობრონიძის ინიციატივით, კლასში ჩატარდა ღონისძიება თემაზე: წყალი - სიცოცხლის ელექსირი.

მოსწავლებმა დამსწრე საზოგადოებას უამბეს წყლის მნიშვნელობასა და სიკეთეზე. ღონისძიების დასრულების შემდეგ მოსწავლეები ესტუმრნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ანასეულის კვლევით ინსტიტუტს და დაათვალიერეს ლაბორატორია.

ინსტიტუტის თანამშრომლებმა მოსწავლეებს მიაწოდეს დამატებითი ინფორმაციები, მათ პრაქტიკულად უჩვენეს, თუ როგორ ხდება წყლის ვარგისიანობის შემოწმება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203