ხოფურის საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
02-03-2020
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხოფურის საჯარო სკოლაში, ვირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

დეზინფექცია სკოლაში სპეციალური სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით ჩაატარეს.

სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით, დეზინფექცია სკოლას შაბათ-კვირას ჩაუტარდა, მაგრამ ვინაიდან საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა, ამ პერიოდის განმავლობაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.

„გარდა სკოლის შენობისა დასუფთავდა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაც, რისთვისაც მადლობას ვუხდით სკოლის ყველა პედაგოგს და ტექნიკურ პერსონალს“,-აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203