„როგორ შეცვალა ადამიანმა გარემო“ - ცოდნისკარის საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილი ჩატარდა
02-03-2020
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ცოდნისკარის საჯარო სკოლის მე-5 კლასში თემაზე - „როგორ შეცვალა ადამიანმა გარემო“ ღია გაკვეთილი ჩატარდა. 

სასწავლო პროცესს მასწავლებელი ნათია გელაშვილი ხელმძღვანელობდა. 

მეხუთე კლასის მოსწავლეებმა მაკეტი შექმნეს და სახელწოდებით - „დედამიწა გუშინ და დღეს“ პლაკატები დაამზადეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი ძალიან საინტერესო გამოვიდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203