პატარა პამაჯის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
02-03-2020
ახალციხის მუნიციპალიტეტის, პატარა პამაჯის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სამუშაოები დირექტორმა და სკოლის პერსონალმა დამრიგებლებთან ერთად ჩაატარეს.
სკოლაში დღეიდან ორკვირიანი არდადეგები დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დავალებით, ვირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს