„ჩვენს სკოლაში გაზაფხულია“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედის დღეს გაკვეთილი მიუძღვნეს
02-03-2020

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VIII კლასში დედის დღეს სპეციალური გაკვეთილი მიუძღვნეს. 

VIII კლასის მოსწავლეებს ქართულს პედაგოგი ქეთევან კუჭავა ასწავლის, კლასის დამრიგებელი კი ინგა არაბიძე გახლავთ. 

გაკვეთილს მშობლები ესწრებოდნენ.

„ჩვენს სკოლაში გაზაფხულია. VIII კლასში ჩატარდა სპეციალური გაკვეთილი მიძღვნილი დედის დღისადმი. მოსწავლეებმა დიდი სიყვარული და მოკრძალება გამოხატეს დედების მიმართ. იყო ბევრი ლექსი და ყვავილი. ამ დღემ სითბო და გაზაფხული შემოიტანა ჩვენს გულებში და სკოლაში“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203