ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლე გორის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგში მოხვდა
02-03-2020
გორის მუნიციპალიტეტის, ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლე, მარიამ აბალაკი, გორის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგში მოხვდა.

„72 ქულა 64 წმ-ში. ბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა მას „ცქმუტი“ გოგონა უწოდა. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს „ცქმუტ“ და „ცქნაფა“ გოგონას“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.

გორის ინტელექტ-ჩემპიონატი გორის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა და მასში ზერტის საჯარო სკოლის კიდევ ერთი მოსწავლე, ზინა ცარიელაშვილი, მონაწილეობდა. 

ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203