
ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N2 საჯარო სკოლის კლუბის- „ეკო-vision“ წევრების ინიციატივით თემაზე - „რომელ წიგნს ისურვებდით სასკოლო ბიბლიოთეკისთვის“ VII- XII კლასის მოსწავლეების გამოკითხვა ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გამოკითხვის მიზანი სასკოლო წიგნადი ფონდის, მოსწავლეთა სურვილის შესაბამისად გამრავალფეროვნებაა.
ყველაზე მოთხოვნად წიგნების ოცეულს სკოლის დირექცია უახლოეს მომავალში შეიძენს. მსგავსი გამოკითხვის ჩატარებას კი ინიციატორები დაწყებით საფეხურზეც გეგმავენ.
იხილეთ ფოტოები