მეძიბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კორონავირუსის შესახებ ბროშურები დაამზადეს
02-03-2020
ქედის მუნიციპალიტეტის, მეძიბნის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა, მადონა დავითაძემ და VIII-IX კლასის მოსწავლეებმა კორონავირუსის შესახებ ბროშურები და საინფორმაციო ფურცლები დაამზადეს.
სკოლის დირექციის თქმით, ბროშურებსა და საინფორმაციო ფურცლებში ასახულია ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ.
კორონავირუსის საინფორმაციო ფურცლები VIII – IX კლასის მოსწავლეებმა საკლასო ოთახებში და სკოლის დერეფნებში გააკრეს, მოსწავლეებს კი ბროშურები დაურიგეს და კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები და უსაფრთხოების წესები გააცნეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს