კვირიკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოფენა-კონკურსში საუკეთესო ნამუშევრებისთვის დაჯილდოვდნენ
02-03-2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები გურიის მხარის სამხატვრო სკოლებისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების IX გამოფენა-კონკურსში - „ზამთრის ვერნისაჟი“ მონაწილეობდნენ. 

თორნიკე კვაჭანტირაძე და გიორგი შათირიშვილი გამოფენაზე საუკეთესო საკონკურსო ნამუშევრებისთვის ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

გამოფენა-კონკურსი  - „ზამთრის ვერნისაჟი“ ოზურგეთის სურათების გალერეაში გაიმართა, სადაც ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის სამხატვრო სკოლების, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.  

მერვე კლასის მოსწავლე თორნიკე კვაჭანტირაძე „ჩემი მარკეტის“ რჩეული გახდა და მას ფასიანი ვაუჩერი გადაეცა, ხოლო მესამე კლასის მოსწავლეს გიორგი შათირიშვილს საუკეთესო საკონკურსო ნამუშევრისთვის - ფასიანი საჩუქარი. გამოფენის სხვა მონაწილეები, მესამე და მეხუთე კლასის მოსწავლეები კი  გამოფენაში მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

კვირიკეთის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს სკოლის მოსწავლეებს და ხელოვნების მასწავლებელს -თამაზ დარჩიას ამ გამარჯვებას და კვლავაც ბევრ წარმატებას უსურვებს.  

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203