ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს ღონისძიება მიუძღვნეს
02-03-2020
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა დღე ღონისძიებით აღინიშნა.
ღონისძიებაში სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ სხვადასხვა ნომერი წარმოადგინეს, პედაგოგებს ყვავილები მიართვეს და პროფესიული დღე ღონისძიებით მიულოცეს.