ყელქცეულის საჯარო სკოლაში თემაზე - „სურვილების დაფა“ დირექტორის საათი ჩატარდა
02-03-2020
გორის მუნიციპალიტეტის ყელქცეულის საჯარო სკოლაში თემაზე - „სურვილების დაფა“ დირექტორის საათი ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დიდი აქტიურობა გამოიჩინეს და „სურვილების დაფის“ შექმნაში დიდი სიხარულით ჩაერთნენ.

მათი ხელის ფორმის ფერადი ქაღალდები გამოჭრეს და ზედ მათი სურვილები დაწერეს. მოსწავლეებიც და სკოლის დირექტორიც კმაყოფილები დარჩნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203