ყოროლისთავის საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეები პოეტ ირაკლი აბაშიძის სახელობის სკვერს მოაწყობენ
02-03-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყოროლისთავის საჯარო სკოლის მათემატიკის, სამოქალაქო განათლებისა და ეკოკლუბის წევრები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებსა და პროექტებში.

მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, სკოლის ეზოში, სადაც არის ისტორიული კაკლის ხე, მოაწყონ ირაკლი აბაშიძის სკვერი (კაკლის ხე დარგულია ქართველი პოეტის - ირაკლი  აბაშიძის მიერ, რომელიც 1980 წელს სტუმრად იმყოფებოდა იმ დროისათვის ჰაიდარ აბაშიძის სახელობის საშუალო სკოლაში).

მოსწავლეებმა მათემატიკის მასწავლებელ ინეზა ფაღავასთან ერთად მოამზადეს სკვერის გეგმა-პროექტი, შექმნეს სკვერის მაკეტი. მათ დახმარებისათვის თხოვნით მიმართეს  ხელვაჩაურის საკრებულოს. მერის მოადგილემ, არჩილ ბარამიძემ მოსწავლეებს დახმარება აღუთქვა. 

მერია სკვერის მოსაწყობად სკოლას  სამშენებლო მასალებს გადასცემს, სამუშაოებს კი თავად მოსწავლეები განახორციელებენ.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203