ბათუმის N8 საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში გაიმართა
02-03-2020

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში „ტვინების ბრძოლის“ გაზაფხულის სეზონის გუნდური ინტელექტუალური თამაში ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა სკოლის მოსწავლეებისათვის - თამაშებში 21 გუნდი იყო წარმოდგენილი.

მისივე თქმით, მაღალ კონკურენტულ ჭიდილში გამოვლინდნენ გამარჯვებულები: პირველ ასაკობრივ ჯგუფში გაიმარჯვა გუნდმა - „ლოგიკოსები“, დამრიგებელი ნანა პაპუნიძე; მეორე ასაკობრივ ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო გუნდმა - „ალბატროსი", დამრიგებელი ნელი აფხაზავა; მესამე ასაკობრივ ჯგუფში გასული წლის შედეგი გაიმეორა გასული წლის გამარჯვებული მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა - „ანტიკორონა", დამრიგებელი რუსლან ბერიძე.

სკოლის ჩემპიონი გუნდები მონაწილეობას მიიღებენ რეგიონულ ჩემპიონატში, რომელიც 29 მარტს გაიმართება.

სკოლა მადლობას უხდის კომპანია BRAINS.GE-ს მიმდინარე პროექტის განხორციელებისთვის, რომელიც ხელს უწყობს ბავშვებში ჯანსაღი კონკურენციისა და ინტელექტუალური უნარების განვითარებას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203