ჭახათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მექანიკური მოძრაობის ექსპერიმენტული კვლევა შეისწავლეს
02-03-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჭახათის საჯარო სკოლის მე-7 კლასში მოსწავლეებმა მექანიკური მოძრაობის ექსპერიმენტული კვლევა შეისწავლეს.

მოსწავლეებმა ჩაატარეს ექსპერიმენტები თემებზე: „დაკვირვება ინერციის მოვლენაზე“, „საშუალო სიჩქარის გაზომვა“, „სხეულის გადაადგილებისა და განვლილი მანძილის გაზომვა“.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, გაკვეთილზე ჩანდა როგორ გახდნენ მოსწავლეები დამოუკიდებლები, გადაწყვეტილების მიმღებები, ცვლილებებისადმი სრულიად გახსნილები. „კეთებით სწავლამ“ მათ მისცა საშუალება, უფრო მეტად ჩართულიყვნენ სასწავლო პროცესში და ღრმად გაცნობოდნენ მექანიკურ მოძრაობას.

გაკვეთილს პედაგოგი დარეჯან მახარაძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203