წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „სიყვარულის ხე“ დაამზადეს
06-03-2020
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა ვალენტინობის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.

მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით პოსტერები დახატეს. მათ „სიყვარულის ხეც“ გააკეთეს, რომელზეც სიყვარულზე გამონათქვამები მოათავსეს და ასე ერთმანეთსა და ახლობლებს მოეფერენ .

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები პოსტერების დახატვისა და სიყვარულის ხის გაკეთების პროცესში დიდი აქტიურობით ჩაერთნენ.

მე-8 კლასს ინგლისურს მასწავლებელი იულია კუხალაშვილი ასწავლის.

ვალენტინობის დღე 14 თებერვალს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203