ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობა გაიმართა
02-03-2020
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით აქტივობა გაიმართა.
ჩატარდა მინი-ლექციები, შეიქმნა პლაკატები და სტიკერები, გაკეთდა ხელმოწერები - „არა, ოკუპაციას“!
აქტივობა პედაგოგებმა, ეკა ჭელიძემ და ნანა მაისურაძემ, ჩაატარეს.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია მოახდინა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს