გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა იშვიათი დაავადებების შესახებ პრეზენტაციები გააკეთეს
02-03-2020

წალკის მუნიციპალიტეტის გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აქტივობა მიუძღვნეს. 

ეკოკლუბის წევრებმა მოიძიეს ინფორმაცია იშვიათ დაავადებებსა და მათ გამომწვევ მიზეზებზე და პრეზენტაციები გააკეთეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, რადგან დღეს აქტუალური საკითხია ვირუსული დაავადებები, მოსწავლეებმა ბიოლოგიის მასწავლებლის, ნათელა კახაძის დახმარებით დაამზადეს პოსტერები ვირუსული დაავადებების გავრცელების რისკებსა და  სნიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის შესახებ. ეკოკლუბის წევრებმა მოსწავლეებსა და სოფლის მოსახლეობას პოსტერები დაურიგეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203