ეწერის საჯარო სკოლის ოქროსფერი ღონისძიება და გახარებული მესამეკლასელები
28-02-2020

აბაშის მუნციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა, პედაგოგ მალინა მინდაძესთან ერთად, მოაწყვეს ღონისძიება „ოქროსფერი შემოდგომა“. პატარები განსაუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდნენ მათზე დაკიდრებულ მოვალეობას და ისეთი ენთუზიაზმით ემზადებოდნენ, წარმოუდგენელიც იყო, მესამეკლასელთა „ოქროსფერ შემოდგომას“ დამსწრეთა აღფრთოვანება არ გამოეწვია.

იყო უამრავი ლექსი, სიმღერა, ცეკვა, შემოდგომის ფერებში მორთული დარბაზი და ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებს არც წელიწადის ამ დროის ერთგვარი სავიზიტო ბარათი - ჩურჩხელების ამოვლება დავიწყებიათ.

ღონისძიების დასასრულს, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში ულამაზესი ტორტი გაიჭრა ფოიერვერკების ფონზე.  

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203