ვახტანგისის N2 საჯარო სკოლაში კულინარიული კონკურსი ჩატარდა
28-02-2020
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასში თემაზე „კულინარიული კონკურსი მშობლებისათვის“ სასკოლო ღონისძიება ჩატარდა.

გაკვეთილი სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში  ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ხათუნა თევზაძემ, ჩაატარა.

მშობლებმა შვილებთან ერთად ტრადიციული კერძები მოამზადეს და წარმოადგინეს.  ჟიურიმ და მოწვეულმა სტუმრებმა წარმოდგენილი სახეობები დააგემოვნეს და  შეაფასეს.

ღონისძიების მიზანი  მშობელთა ჩართულობის გაზრდა იყო.

სიგელებით დაჯილდოვდა ყველა საინტერესო და გემრიელი კერძის ავტორი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203