სამების საჯარო სკოლაში ინგლისურ ენაზე სახალისო ვიქტორინა ჩატარდა
28-02-2020
წალკის მუნიციპალიტეტის სამების საჯარო სკოლაში ინგლისურ ენაზე სახალისო ვიქტორინა ჩატარდა.
ერთმანეთს მე-7, მე-8 და მე-9 კლასის წარჩინებული მოსწავლეებისგან შემდგარი ჯგუფები დაუპირისპირდნენ. ვიქტორინის მიზანი სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება და მოსწავლეთა მოტივირებულობის გაზრდა იყო.
შეჯიბრი საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. გამარჯვებული გუნდის წევრებს სიგელები გადაეცათ.