
წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში „მოძღვრის საათი“ ჩატარდა. სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, საუბარი შეეხო თემებს: რელიგია, განათლება, კულტურა, ზნეობა, ცოდვა, აღსარება, ზიარება, ნათლობის მნივნელობა.
შეხვედრას უძღვებოდა წალენჯიხის, მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური ილია სარია. შეხვედრა კითხვა-პასუხების და დიალოგის რეჟიმში გაიმართა.
ილია სარიამ დალოცა მოსწავლე-ახალგაზრდები, პედაგოგები და აკურთხა სკოლა.
"ღონისძიება ჩატარდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის, ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლოტი, გერასიმე შარაშენიძის ლოცვა-კურთხევით.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორი - გიორგი ფიფია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებთან ურთიერთობებში, რელიგიის ხელოვნებისა და კულტურული საგანმანათლებლო საორგანიზაციო საკითხებში - მღვდელი ილია სარია",-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
შემეცნებითი საგანმანანათლებლო საუბრების მიზანი სულიერი და ინტელექტუალური განვითარებაა.
იხილეთ ფოტოები