ჩუმლაყის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა ბადმინტონის რეგიონულ ტურნირზე პირველი ადგილი მოიპოვა
28-02-2020
თელავის მუნიციპალიტეტის ჩუმლაყის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა სასკოლო ოლიმპიადის ბადმინტონის რეგიონულ ტურნირზე პირველი ადგილი მოიპოვა.

სკოლის სპორტის პედაგოგის, ტარიელ დათუაშვილის თქმით,  წარმატებით იასპარეზა გოგონათა გუნდმაც. გოგონათა გუნდმა მეორე ადგილი მოიპოვა.

ჩუმლაყის საჯარო სკოლას თასი, ხოლო მოსწავლეებს მედლები და დიპლომები გადაეცათ.

გამარჯვებული გუნდი, აპრილში, თბილისში, აღმოსავლეთ საქართველოს პირველობაზე მიიღებს მონაწილეობას.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203